თარგმანი

ბაბო შერვაშიძე – მემუარები

ინგლისურიდან თარგმნა, კომენტარები და შენიშვნები დაურთო  მაია ცერცვაძემ

თავი III.

მამაჩემის  სიკვდილის შემდეგ რუსეთის მთავრობასთან გაიმართა ხანგრძლივი დავა მისი ქონებისა და მამულების ირგვლივ. ჩანდა, რომ მთავრობას დიდად ეძნელებოდა იმის გარკვევა, რა იყო მისი პირადი და რა სახელმწიფო ქონება. საბოლოოდ მიღებულ იქნა შეთანხმება იმაზე, რომ ჩემი უფროსი ძმა, გიორგი  მიიღებდა წლიურად 8000 რუბლს, ჩემი მეორე ძმა, მიხეილი – 7000 რუბლს. Mმე მერგებოდა 3000 და ჩვენს ბიძაშვილს, გიორგი დიმიტრის ძეს – 6000 რუბლი. Gგიორგი დიმიტრის ძე იყო შვილიშვილი ქელიშ ბეის მეორე ვაჟის – ჰასან ბეისა , რომელმაც თავისი უმცროსი ძმის – საფარ ბეის სასარგებლოდ უარი თქვა მემკვიდრეობის მიღებაზე. ერთ დროს ჰასან ბეი დიდად იყო დაინტერესებული აფხაზეთით. ბუნებრივია, რადგან მაჰმადიანად რჩებოდა, მისი სიმპათიები თურქეთისკენ იყო მიმართული (რუსეთის, როგორც  სიუზერენის ხელისუფლების მიმართ გამოჩენილი მისი მერყევი დამოკიდებულების გამო იგი გარკვეული დროით ციმბირში გადაასახლეს). Eეს დოტაცია, არაპირდაპირი მემკვიდრის შემთხვევაში მისი მიმღების სიკვდილის შემდეგ უქმდებოდა.

მამაჩემის სიკვდილისა და ჩემი ძმის გიორგის ორენბურგში გადასახლების შემდეგ ოჯახის არც ერთ წევრს არ გვქონდა აფხაზეთში დაბრუნების ნება. ჩემს დას , რომელიც მძიმედ დაავადდა ჭლექით, ექიმმა განკურნების ერთადერთ საშუალებად თავის მშობლიურ მხარეში დაბრუნება დაუსახა, მაგრამ ამის უფლება მას არ მისცეს მიუხედავად იმისა, რომ ადმირალ გლაზენაპის  მეუღლემ ავადმყოფს პირადად უშუამდგომლა დიდ მთავარ მიხეილთან . იმ დროისათვის ადმირალი გლაზენაპი შავი ზღვის ფლოტს მეთაურობდა. ის ძირითადად ნიკოლაევში ცხოვრობდა, ზაფხულობით კი ოჯახთან ერთად ყირიმში, ორიანდაში ჩადიოდა. დიდ მთავარი მიხეილიც ორიანდაში ისვენებდა ხოლმე და ისინი ისე დაახლოვდნენ, რომ დიდმა მთავარმა ადმირალს, რომელსაც მამაჩემი თვალით არ ენახა, სთხოვა ჩემს უმცროს ძმაზე, მიხეილზე ეზრუნა. სწორედ იმ დროს მიხეილი ორიანდაში, გლაზენაპებთან იმყოფებოდა.Mყოველივე ამის მიუხედავად, დიდი მთავარი მაინც შეუვალი  აღმოჩნდა და გულგრილობა გამოიჩინა ჩემი დის მიმართ, რომელიც რამდენიმე თვეში პიატიგორსკში გარდაიცვალა.

 იმხანად მე კვლავ ტფილისის `ინსტიტუტში~  ვსწავლობდი და აფხაზეთს ჩემთან ხსენებითაც კი არავინ ახსენებდა. Eეს, მგონი, იმ მიზნით კეთდებოდა, რომ დამევიწყებინა მშობლიური მხარე და მეც დავიჯერე, რომ ის ჩემთვის მეტად შორეული და მიუწვდომელი იყო. 

 მყავდა კიდევ ერთი და, რომელიც ადრე, როცა მე ძალიან პატარა ვიყავი, სამეგრელოში, სენაკში, თავად დადიანზე  გათხოვდა. Mმე ის მხოლოდ მაშინ ვნახე, როცა უკვე ოცის შევსრულდი, მისმა ქმარმა კი ერთხელ სანახავად სკოლაში ჩამომაკითხა. 

ზოგჯერ მაიძულებდნენ ჩემი მარტოობა მეტად მძაფრად შემეგრძნო. მახსენდება შემთხვევა, დაკავშირებული ერთი Dამეს დე ჩლასსე -ს მოქმედებასთან.Mმან მიიჩნია, რომ აუცილებლად უნდა ეთქვა გოგონებისთვის ის, რომ მე წარმომავლობით მათზე ბევრად აღმატებული ვიყავი და რომ, სავარაუდოდ, მომავალში არც ერთ მათგანს აღარ ვიკადრებდი. Dდა აი, ერთხელაც, როცა მე და ერთ გოგოს მიგვქონდა გლობუსი, ის ხელიდან გაგვივარდა და გატყდა. მაშინვე ვაღიარე, რომ ეს ჩემი ბრალით მოხდა, ამ ქალბატონმა კი დაიჟინა, რომ გლობუსი მე კი არა, სხვამ გატეხა და რომ ამ საქციელს მე, როგორც `კეთილშობილი~ სირცხვილის გამო მხოლოდ ვიბრალებდი. ვფიქრობ, მას ჩემთვის კარგი სურდა, თუმცა ამ ნათქვამმა გამაბრაზა და თავი უბედურად მაგრძნობინა. ყოველ საღამოს გოგონები რიგრიგობით მოდიოდნენ ჩემთან და დამცინავი რევერანსით `ღამე მშვიდობისას~ მისურვებდნენ.

`ინსტიტუტში~ ექვსწლიანი სწავლის შემდეგ თოთხმეტი წლის შევსრულდი. დიდი მთავრის მიხეილის ბრძანებით მე გამგზავნეს თავადის ასულ გაგარინასთან  (ქალიშვილობაში ორბელიანთან) იალტაში, ყირიმში. ის გახლდათ ქვრივი იმ კაცისა, რომელიც მრავალი წლის წინ ადგილობრივ თავადს, სვანეთის მთავარ დადეშქელიანს  პოლიტიკურ ნიადაგზე მოეკლა. ამ ქალსMარ ვიცნობდი, არც არასოდეს მენახა. იალტამდე ინსტიტუტის დირექტრისას მადამHჟულცინსკის ზედამხედველობით ვიმგზავრე. Mმასაც სწორედ მაშინ მოუწია გამგზავრება.

ყირიმში ჩემი ჩასვლისას ერთი უცნაური დამთხვევა მოხდა. იალტაში თითქმის ერთდროულად აღმოჩნდნენ ჩვენი და ის გემი, რომლითაც ჩემი ძმა ტფილისისკენ მოემართებოდა. თავადის ასულ გაგარინას ერთი ბიძაშვილი, თავადი ორბელიანი , ოდესიდან გიორგის გემით ჩამოსულიყო. როცა დამინახა, მან მითხრა: `თქვენი ძმა იმ გემზეა. ის დაქორწინებას აპირებს და ტფილისში მიდის, რათა გაარკვიოს, სად უნდა იცხოვროს.~ თავადის ასულმა გაგარინამ მაშინვე პატარა ნავში ჩამსვა და გიორგის გემისკენ გამაქანა. ორბელიანიც თან გამოგვყვა. გემს რომ მივუახლოვდით, ჩემმა ძმამ ორბელიანი იცნო და გასძახა: `თავადის ასული გაგარინა ხომ არ გინახავს?~ ამაზე ორბელიანმა უპასუხა: `როგორ არა, აგერ აქ არის და შენი და შენთან მოჰყავს~.

თავადის ასულ გაგარინასთან ჩემი რამდენიმეთვიანი ყოფნის შემდეგ, ჩემმა ძმამ,  გიორგიმ, იმხანად უკვე დაქორწინებულმა, რომელსაც სახლი პეტერბურგთან ახლოს ჰქონდა, წერილი მომწერა. ის მთხოვდა ჩავსულიყავი იქ და მასთან და მის მეუღლესთან ერთად მეცხოვრა. იძულებული ვიყავი მეპასუხა, რომ დიდი მთავრის ნებართვის გარეშე ამ მიპატიჟებას ვერ მივიღებდი. ნებართვის გამოთხოვა შესაძლებელი იყო და ამისთვის მე თავადის ასულ გაგარინასთან ერთად მალევე  ტფილისში ჩავედი. 1874 წლის ზამთარი იქ გავატარე. 1875 წელს იალტაში დავბრუნდით და ბოლოს, როგორც იქნა, დამრთეს ნება ჩემს ძმასთან და მის ცოლთან პეტერბურგში ჩავსულიყავი. ჩემი მეორე ძმა, მიხეილი ჩემს გასაცილებლად მოვიდა. შვიდი წელი იყო, რაც ის არ მენახა – მთელი ეს ხანი ნიკოლაევში იმყოფებოდა და ჩვენ შეხვედრის ნება არ გვქონდა!

პეტერბურგში ნიკოლოზის სადგურზე დაგვხვდნენ მადამ გლაზენაპი, ჩემი ძმა და მისი მეუღლე . ჩემი რძალი მეტად მშვენიერი, შავგვრემანი ქალი იყო და მონაცრისფრო-მომწვანო თვალები ჰქონდა. დამამახსოვრდა მისი ქუდი `ბერტრანდი~ , რამაც ჩემზე უჩვეულო შთაბეჭდილება მოახდინა. (შენიშვნა: `ბერტრანდი~ იყო ყველაზე მოდური მკერავი პეტერბურგში). ჩემს ძმას სამოქალაქო ტანსაცმელი ეცვა, ვინაიდან ქორწინების შემდეგ ის არმიიდან უკვე დაეთხოვათ. აღმოჩნდა, რომ, ორენბურგის გადასახლებაში რამდენიმეწლიანი ყოფნის შემდეგ მას გაეცნო იქაური მეთაური გენერალი კოცებუ , რომელიც ადრე კავკასიაში ემსახურა და მამაჩვენს იცნობდა. ამის გამო მას გიორგი მეტად გულითადად მიეღო და ჩაერიცხა თავის სამსახურში, სადაც დაქორწინებამდე დარჩენილიყო.

ჩემმა ძმამ მომავალი მეუღლე ოდესაში, მისი მშობლების, ანდრიევსკების  სახლში გაიცნო. ანდრიევსკები მეტად სტუმართმოყვარე ადამიანები იყვნენ და იმხანად ოდესაში მყოფი მთელი ქართველი ახალგაზრდობა და მათ შორის უნივერსიტეტის მრავალი სტუდენტიც მათთან სახლში დაიარებოდა. ანდრიევსკებს ორი ქალიშვილი ჰყავდათ . უმცროსი და, მეტად მშვენიერი ელო ყველა ჭაბუკის ყურადღებას იქცევდა, მისი რჩეული კი გახდა ჩემი ძმა გიორგი, რომელიც კარგი გარეგნობითა და გონებამახვილობით გამოირჩეოდა.  ისინი 1873 წელს დაქორწინდნენ. ახალგაზრდა წყვილს ბევრი რამ ჰქონდა საერთო. Eელო წერდა საინტერესო მოთხრობებს, მაგრამ მიუხედავად თავისი მახვილგონიერებისა, როგორც მოსაუბრე, არ გამოირჩეოდა. სამაგიეროდ, გიორგი ბრწყინავდა როგორც ჭკუით, ისე მჭევრმეტყველებით. მთელი სიცოცხლის მანძილზე მას განსაკუთრებით აბედნიერებდა თავისი ლიტერატურული ცდები, რომელთა შორისაა ისტორიული დრამები, კომედიები და ლირიკული ლექსები. ქართულ ენაზე დაწერილიMმისი უპოპულარესი ნაწარმოებია `მომაკვდავნი სურათნი~, თუმცა ლიტერატურათმცოდნენი ყველაზე მნიშვნელოვნად მის დრამას `გიორგი III~-ს მიიჩნევენ .

1874 წელს პეტერბურგში ნიკოლოზის სადგურზე ჩვენი შეხვედრის შემდეგ, ყველანი წავედით პეტერგოფში, სადაც ჩემს ძმასა და რძალს პატარა კოტეჯი (`დაჩა~) ჰქონდათ. ვცხოვრობდით იქ მეტად მშვიდად. ჩემი რძალი მაიძულებდა თმა ძველებურად გამეშალა და გოგოსავით ხამი ბამბის კაბა მცმოდა. ეს მეტად მეუცნაურებოდა, რადგან უკვე თითქმის 14 წლის ასაკისთვის მიმეღწია და ტფილისში  სასახლის ბალსაც კი დავსწრებოდი. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ დიდი სიამოვნება მივიღე იქ, რადგან დამსწრე ოფიციალურ პირებთან შედარებით მე ძლიერ ნორჩი ვიყავი.

პეტერგოფში ცხოვრებისას ჩვენს უდიდეს სიამოვნებას სამეფო ორკესტრისა თუ სამხედრო ბენდების კონცერტების მოსმენა შეადგენდა. ჩემი მეორე ძმა, მიხეილი, რომელიც იმ დროს ნიკოლოზის კავალერიის სკოლაში  კადეტად ირიცხებოდა, ჩვენს სანახავად მოდიოდა ხოლმე. Mმას მთელი გულით სურდა უნივერსიტეტში შესვლა, მაგრამ დიდმა მთავარმა მიხეილ ნიკოლოზის ძემ არ დართო ამის ნება – იმ დროს თავადაზნაურთა შვილები უნივერსიტეტში არცთუ ისე ხშირად სწავლობდნენ.

იმ ზამთარს ალექსანდრე II-ის ერთადერთი ქალიშვილი, დიდი მთავრინა მარია ალექსანდრეს ასული  ედინბურგის ჰერცოგზე გათხოვდა. ჩემმა რძალმა არ მოიწადინა დასწრებოდა ამ ამბავთან დაკავშირებულ რაიმე ზეიმს – პეტერბურგში ის თითქმის არ ჩადიოდა ხოლმე. ერთი ასეთი იშვიათი შემთხვევისას, როცა ჩემი რძალი წავიდა იქაურ თეატრში, ის შეიცნო პარტერში მჯდომმა მისმა ბიძაშვილმა, ვარშავის უნივერსიტეტის მათემატიკის პროფესორმა მიხეილ არკადის ძე ანდრიევსკიმ . Mმან ჩემს რძალს ლოჟაში ააკითხა და ჰკითხა, ხომ არ იყო ის მისი ბიძაშვილი ელო. როცა მან გაიგო, რომ მისი ვარაუდი გამართლდა, ელო და მისი ოჯახი ვარშავაში მიიწვია. ასე აღმოვჩნდით მე და ელო ვარშავაში. ვცხოვრობდით იქ მედოვაიას ქუჩაზე მდებარე პატარა სასტუმროში. გიორგი კი, რომელმაც იმხანად ვერ შეძლო გვხლებოდა, პეტერბურგში დარჩა.