ლუკა ნაცვლიშვილი დაიბადა და გაიზარდა აშშ-ში, ქართველი ემიგრანტების ოჯახში. ის წერს ორ ენაზე. მისი ბილინგვიზმი იმითაც არის საინტერესო, რომ თანამედროვე კულტურულ-პოლიტიკური ვითარების გამოძახილია. ლუკა ორივე ენასთან თანაბრად არის იდენტიფიცირებული. არსად ჩანს, რომ ბილინგვიზმი საფრთხეს უქმნიდეს მის თვითგამოხატვას, შესაძლოა, ეხმარება კიდეც.
ეს ლექსები ლუკამ 12 წლის ასაკში დაწერა. „ლექსი პოეზიაზე / A Poetry Poem“ შემოქმედებით პროცესს ეხება და აღწერს. ბავშვის მდიდარ წარმოსახვაში შეუიარაღებელი თვალისთვის უჩინარი ამბები ხდება, რასაც ის სიურრეალისტური სცენებით გადმოსცემს. „თითები მტკივა / My thumb is in pain“ – ასე იწყება ლექსი და პირველი სტროფი 12 წლის ბიჭისთვის ამბიციური ფრაზით სრულდება: „მე ვქმნი პოეზიას / I have been creating poetry“. მაგრამ რასაც შემდეგ ამბობს, გარწმუნებს, რომ ეს ყველაფერი არის ნამდვილი და მართლაც ასეა. ჯერ ერთი – რაც ნამდვილია, ყველაფერი ტკივილიდან იბადება. აქვე იმიჯნება მატერიალური მოცემულობა და ცხოვრების შიგნითა, მისტიკური მხარე: „მაგრამ სამყარო, რომელსაც ვქმნი, ტკივილს მიღმაა / But the world that I create isn’t “.
მეორე სტროფი უშუალოდ ქმნადობის (შემოქმედებით) პროცესს აღწერს. თითქოს ოთახში გარეთ მყოფი ღმერთები და დემონები იჭრებიან და არღვევენ ოჯახის, მშობლების – საერთოდ, ცხოვრების დუნე მყუდროებას. მომდევნო, მესამე სტროფში ფანტასტიკურ-სიურრეალისტური წარმოსახვები კიდევ მეტად ვითარდება და საშინელებათა კადრებს ემსგავსება: იწვის სავარძელი, ტელევიზორი, შუქი ქრება და გარეთ ჩნდება მეტი და მეტი მისტიკური არსება… პოეტი კი ყველაფერს ეთიშება და მხოლოდ ქაღალდზე დაღვრილ სიტყვებს აღიქვამს: „ვერაფერს ვამჩნევ, მხოლოდ ტყვიას, რომელიც ქაღალდზე იღვრება / I don’t notice. Only the lead that goes on the paper“. ეს უბრალო სიტყვები კი არ არის, არამედ ისეთები, რომელიც მისტიკურ არსებებს – ღმერთებსა და დემონებს (კეთილსა და ბოროტ ძალებს) – ახელებენ / Words that fuel them“. სიტყვების მეტაფორად ნახმარია „ტყვია“, რაც ნიშნავს, რომ მათ დიდი ძალა აქვთ. „პოეზია ჩემი იარაღია, Poetry is my power“. ჭიდილი ღმერთებისა და დემონებისა, რაზეც ლუკა საუბრობს ლექსში, ისე დამთავრდება, როგორც ამას თვითონ გადაწყვეტს: „მხოლოდ მე შემიძლია, შევაჩერო შინ შემოჭრილი არსებები, და ისინიც, გარეთ რომ არიან / Only I can stop the creatures in our house And there are more outside “. ამ მეტაფორებით 12 წლის ლუკა, ალბათ, ჯერაც გაუცნობიერებლად, უნებურად და ძალიან ორიგინალურად გამოთქვამს იდეას, რომ ყველაფერი ჰუმანური, რაც სამყაროში მომხდარა, ჯერ ხელოვნებაში გამოიხატება და მხოლოდ ამის შემდეგ იცვლება სამყარო უკეთესობისკენ. [მაგალითად, ის, რომ ევროპის კონტინენტზე არ არის სიკვდილით დასჯა, ეს ამბავი ვიქტორ ჰიუგომ წამოიწყო, რომელმაც დაწერა “სიკვდილმისჯილის ერთი დღე”].
მისი მდიდარი წარმოსახვით, უცნაური სახეებით გამოხატული სამყარო და ფერები, მას მიაჩნია ახალ, პარალელურ რეალობად და არა რამის მოწონებად ან დაწუნებად, ჭეშმარიტების ფლობის პრეტენზიად (გარკვეულ წრეებში ხელოვნების დანიშნულებად დღემდე ამას თვლიან). ლუკა გამოხატავს, რომ პოეზია ამაზე მაღლა დგას: „წარმოსახვა არაფერს ხსნის, მხოლოდ საკუთარ თავს ქმნის და ანთებს ცეცხლს, რომელც სულ უფრო მატულობს“ / Imagination was never self-explanatory. It creates itself, and makes a glint of fire That grows bigger and bigger.“
პოეტსა და პოეზიაზე უამრავი ნაწარმოები დაწერილა, მაგრამ ლუკას ლექსი არცერთს არ ჰგავს, ის თანამედროვე ხელოვნების ესთეტიკურ მრწამსს ახლებურად აყალიბებს და ხსნის.
„ჩამოფასება ჰენკის მარკეტში / Hank’s Market Sale “ ეს არის 12 წლის ბიჭის ოცნება, შეხვდეს გოგოს, რომელსაც ჰქვია დალაილა ეს. ჯონსი. ლექსის სწორად აღქმისთვის ორი რამეა გასათვალისწინებელი: – 2012, იანვრის ათში აცკეტების კალენდრის მიხედვით ელოდნენ სამყაროს დასასრულს. ლუკა წერს, რომ მართალია, ჯერ სამყარო არ დასრულებულა, მაგრამ ჩემთვის ამაზე უარესი იქნებოდა დალაილა ეს. ჯონსის გარეშე ცხოვრება. მეორე – რომ დალაილა რეალური გოგო არაა, ის არსებობს ბიჭის წარმოსახვაში. “500 days of Summer”, რომელსაც ახსენებს, მისი საყვარელი ფილმია.
ლუკა ვერლიბრით წერს, მაგრამ შინაგანი რიტმი და მუსიკა არც ქართულ და არც ინგლისურ ვერსიებში არსად ირღვევა. ორი უნებლიე რითმა გვხდება დასაწყისსა და ფინალში. არა შემთხვევით ადგილას, არამედ იქ, სადაც იდეის ფოკუსირებაა.
A Poetry Poem
My thumb is in pain
But the world that I create isn’t
I have been creating poetry
As I write at home, my parents are shocked
Gods and monsters break through windows
Words that fuel them.
The couch and TV on fire
Bulbs can’t light
More creatures are outside.
I don’t notice
Only the lead that goes on the paper
Words that fuel them
Imagination was never self-explanatory
It creates itself, and makes a glint of fire
That grows bigger and bigger
Poetry is my power
Only I can stop the creatures in our house
And there are more outside
Hank’s Market Sale
The new local grocery
had a sale. Which also
had an unforgettable moment
free – February 5th, 2009.
My mother sent me for
delicious pumpkin pies
wrapped up and ready.
She went for tomatoes
sold on the same aisle, they
were coincidentally,
Hank’s Market.
She, myself, saw the other
though I pretended to be busy.
Delilah S. Jones.
She saw me and smiled
We saw each other during lunch,
where I took a
slight liking of her.
She said “Hi Bill,”
I said “...”
Then I said hi.
That’s the part I can
most clearly remember.
“I saw you in the caf”
so did I, but am I
mentioning it?
Mo mean to be mean
We talked for a while:
our friends, our teachers,
Then it got into:
What we did on the weekends,
and finally why we were
At the new grocery.
Today is January 10th, 2012
We have dates all the time
I like to have hours
with her
I like to attend classes
with her
watch “500 days of Summer”
together
And yet now the world hasn’t ended
Yet for me it would be a lot
Worse without
Delilah S. Jones
ლექსი პოეზიაზე
თითები მტკივა,
მაგრამ სამყარო, რომელსაც ვქმნი, ტკივილს მიღმაა,
მე ვქმნი პოეზიას.
როცა ვწერ, მშობლები უფრთხიან
შინ შემოჭრილ ღმერთებს და ურჩხულებს,
სიტყვები მათ ახელებენ.
სავარძელი და ტელევიზორი იწვის,
ნათურა ქრება,
გარეთ უფრო მეტი არსება ჩნდება.
ვერაფერს ვამჩნევ,
მხოლოდ ტყვიას, რომელიც ქაღალდზე იღვრება,
სიტყვებს, რომლებიც მათ ახელებენ.
წარმოსახვა არაფერს ხსნის,
მხოლოდ საკუთარ თავს ქმნის და ანთებს ცეცხლს,
რომელც სულ უფრო მატულობს.
პოეზია ჩემი იარაღია,
მხოლოდ მე შემიძლია, შევაჩერო შინ შემოჭრილი არსებები,
და ისინიც, გარეთ რომ არიან.
ჩამოფასება ჰენკის მარკეტში
ჩამოფასების დროს
უბნის ახალ მაღაზიაში
იყო დაუვიწყარი წუთი -
თებერვლის ხუთი,
2009,
როცა დედამ იქ
გოგრის ღვეზელზე გამაგზვნა,
შემიფუთეს და ყიდვას მოვრჩი.
ის კი ჯერ იდგა იმავე რიგში,
ასე დაემთხვა.
ჰენკის მარკეტი,
ის, მე, და სხვები,
ვითომ ვერ ვხედავ,
გართული ვარ.
დალაილა ეს. ჯონსი,
შემომხედა და გამიღიმა.
ბევრჯერ მინახავს ჩემს სკოლაში,
შესვენებაზე.
“როგორ ხარ?” - მკითხა,
მე ვთქვი “...”
მერე გავბედე და - “შენ როგორ ხარ?”
არ მავიწყდება არაფერი.
“ლანჩის დროს გნახე,”- ამბობს.
მეც ვნახე, მაგრამ
არ ვუთხარი
(ეს უნებურად)
და ვისაუბრეთ მეგობრებზე,
მასწავლებლებზე,
ჩვენს უქმეებზე,
ძლივს გაგვახსენდა,
რატომ ვიყავით,
აქ, ამ ახალ მაღაზიაში.
ახლა 2012 -ა,
იანვრის ათი.
ჩვენ ხშირად ვხვდებით,
მიყვარს დრო მასთან გატარებული,
სკოლაში ერთად სიარული,
“ზაფხულის 500 დღის” ერთად ყურება.
სამყაროს აღასრული - ჩემთვის ეს ჯობს
შენთან დაშორებას, დალაილა ეს. ჯონს.