პოეზია

ზურაბ ლოგუა – ლექსები


საახალწლო განწყობა


შვიდი წელია ზუგდიდის საჯარო ტუალეტში ვმუშაობ.
რას უნდა ველოდო ახალი წლისგან? 
უფრო ბევრ ფეკალიის სუნს და მეტს არაფერს!
ჩემი ცხოვრება ყარს!
ხალხმა ნორმალურად მოსაქმება არ იცის!
კედელზე დიდი ასოებით წერია:
_ ჩარეცხე! დაიცავი სისუფთავე! _
მაგრამ რად გინდა, მაინც უშედეგობაა!
ჭირს ცხოვრება!
ბევრი 20 თეთრსაც ვერ იხდის!
რას ვიზამ? სირცხვილს ხომ არ ვაჭმევ?!
ზოგი ბოდიშის მოხდით მეტყვის:
_ ფული არ მაქვს და შემიშვი რა? _
ზოგიც, _ ვინ მყავს ეს მეტუალატე!
ამას რა უნდა ვთხოვოო
და თავხედურად შევა-გამოვა.
ერთ მაგარ კუილსაც დამიტოვებს!
ცხენის ტლინკი მაგათ უკანალს!
ვარ ასე! გამაქვს თავი და ოჯახი რაღაცნაირად!
ამ ბოლო დროს სიზმარშიც უნიტაზს
და ფეკალიის სუნს ვნახულობ.
წარმოგიდგენიათ? მე სუნი მესიზმრება!
ჩემი სიზმარიც ყარს!



***
მე დევნილი ვარ
და წლებია კომპაქტურად ვცხოვრობ #3 ბაღში.
ჩემი შეყვარებულიც, რომელიც დღეს ცოლად შევირთე, 
დევნილია და ისიც კომპაქტურად #4 ბაღში ცხოვრობს.
ტრადიციის თანახმად, 
როდესაც ქალს ხელს სთხოვ
პირდაპირ სახლში არ უნდა შეიყვანო.
ქორწილის დღის დანიშვნამდე 
ნათესავის ან მეგობრის ოჯახში უნდა წაიყვანო.
მეც არ დავარღვიე ეს უძველესი ადათი და
ბიძას ვეწვიე ჩემს დღეს მოყვანილ ცოლთან ერთად.
ბიძას, რომელიც ჩვენსავით დევნილია 
და ქალაქის #5 ბაღში კომპაქტურად ცხოვრობს.


დაკოჟრილი მუშტები


ჩემს ქვეყანაში
მუშათა აქციები დროულია,
რადგან მათი მოთმინების
ყველა რესურსი ამოწურულია.
დაკოჟრილი, დახეთქილი
ხელები მუშტებად იქცნენ 
და ვაი იმ პრადოფილებს.
ვისაც ისინი შეგეხებათ.
შეიკეტეთ შრომის ქურდობით ნაშოვნი ფულით აშენებულ სასახლეებში,
იქნება სქელმა გალავნებმა
დაგიცვათ ცუდი მოსავლისგან,
ცუდის მთესველნი.
მაგრამ ვაი,
რომ ეჭვი მეპარება თქვენს გადარჩენაში,
უთვალავგზის უასაკოთა და ასაკოვანთა მკვლელებო!..



***
წერე!
რამდენიც გინდა, წერე! 
საღამოები ყოველთვის სხვებს ექნებათ.
რამდენიც გინდა, წერე!
შენ მუდამ სტუმრად ივლი სხვების საღამოზე.
რამდენიც გინდა, წერე! 
თუ გაგიმართლა, ავტორები რამეს წაგაკითხებენ, 
ან დაგაკვრევინებენ თავიანთ საღამოზე.
რამდენიც გინდა, წერე! 
წიგნს, ალბომს ყოველთვის სხვები გამოსცემენ.
რამდენიც გინდა, წერე! 
პრემიებს ყოველთვის სხვები აიღებენ.
რამდენიც გინდა, წერე...
დდშვც!
მაგრამ დადგება დრო 
და ზურათი ბევრი იამაყებს, ბევრიც იტრაბახებს,
რადგან, მიუხედავად ყველაფრისა, შენ წერე.



***
`ორი უთვალავი ნაბიჯით დავშორდი თავისუფლებას“
ვოცნებობდი დრამისა და კინოს მსახიობობაზე,
მაგრამ მე იმ ქვეყანაში დავიბადე, 
სადაც ჩემი ფენის წარმომადგენელს მხოლოდ სიკვდილი თუ უსრულდება.
ყველაფერს ვშვრებოდი, რომ სცენაზე და ეკრანის წინ იდეალური მსახიობი ვყოფილიყავი.
მივიღე მუსკიალური განათლება ფორტეპიანოს განხრით.
მთელი ცხოვრება სპორტს მივდევ, ქუჩის პირობებში, თუმცა მაინც შედეგიანად.
ფეხით დავდიოდი და დღემდე დავდივარ საჯარო ბიბლიოთეკაში, 
როგორც კუჭს, ისე ტვინსაც სჭირდება საზრდო.
ჩემთვის არტისტი ფიზიკურობის, მუსიკალურობისა და ინტელექტის სინთეზია. 
ვინ იცის, რა როლი შეგხვდება...
აქაურმა ყოფამ ჩემი თეატრი მაპოვნინა. სადაც ვარ, ყველგან ვთამაშობ. 
ძირითადად: სამსახურში უფროსთან, თანამშრომლებთან და კლიენტებთან.
ხშირად მონის როლი მაქვს და სადმე ლიტერატურაში თუ შემხვედრია მონა პერსონაჟი, ყველას 
ერთად ვასახიერებ.
აბა ერთი პერსონაჟით მაღაზიათა ქსელ `ორი ნაბიჯში“ ვერ გაქაჩავ.
თამაშით ვაღწევ თავს ჩემს რეალურ მონობას.
მე `ორი ნაბიჯის“ `თანამშრომელი“ მონა ვარ, რომელსაც თვეში 150 ლარს მიხდიან.



***
(GEM  ფესტიდან)

_ შეხე, მარტო ცეკვავს.
_ რომელი?
_ ეე ბიჭო. _ ხელით ანიშნებს.
_ ოუფ, არ ხუმრობს, კარგია.
_ ჰოდა მიდი, დაკერე.
_ ამას, დედას მოვუტყნავ. ვიინ ბიჭო... _ ჯეელებმა ერთმანეთს შესცინეს და სასქესო ორგა
-
ნოებიც ავტომატურად გადაიტენა.
_ კაი, წევეე. ამას ის მოსწონს _ ფალოსზე ხელით მიუთითა საკუთარ ძალებში დარწმუნებულ
-
მა. ბუქნაობა-ბუქნაობით გაუდგა, ლაზერ-შოუთი განათებულ გზას, ნაშისკენ. თან ფიქრობს, 
უკნიდან მიუდგეს და ისე დაებაზროს, თუ წინიდან. უკნიდან არჩია. _ ხოოხ, რა პოპკა ააქვს. _ 
წამებში აეტორღილა საკაიფო ობიექტს. არც აცია არც აცხლეა ისე, სიამაყის და კაცობის ამდ
-
გარი ძეგლი, მარჯვენა დუნდულზე, ჯიქურ აძგერა, რამაც მისი სხეული, სიამოვნებისგან უფრო 
ააბუქნავა. წიწკვი უკვე ფეხებგაშლილი ელანდება. _ მმჰ. _ ჩუმად აღმოხდა.
_ უკაცრავად.
_ გამარჯობა, ლამაზოო.
_ გაგიმარჯოს. ცოტა უკან ხომ ვერ გაიწევი?!
_ როგორ? ვერ გავიგე.
_ ცო ტა უ კან და ი წი ეე. 
_ აჰა, _ და ბუქნაობა ერთი ნაბუჯით უკან განაგრძო.
_ კარგი ხარ.
_ ვიცი, გმადლობ.
_ რამეს ხომ არ დალევდი? შენთან მინდა...
_ არა. ნასვამი ვარ და ცეკვაც მარტო მისწორდება.
_ არაფერი არ გინდა? დაფიქრდი.
_ არა. _ ამის გაგონება და ტიპს იმედის და ღირსების ანძა ისე დაუპატარავდა, რომ... სხვა რა 
გზა აქვს, დროს ამ ბოზს ხომ არ შეაკლავს, აქ ეგეთი კიდე მოიძებნება, ბიჭებისკენ მოკურცხლა.
_ რა იყო? არაო?!
_ გოიმია, მაგის დედას შევეცი!..