პოეზია

ბეგი ბუკია – სივრცული ფიგურები



ჩვენ - მათი კუბიდან გამოპარულებს -
უამრავი მოთხოვნა გვქონდა მათთან,
„- შეკითხვის ჭურჭელს რა დალევს ?!“ - გვითქვამს და ამოუპირქვავებიათ,
საბოლოოდ - გამოვიპარეთ ...
მარტოობისას კი მივხვდით,
რომ ერთმანეთთან უამრავ საერთო და განმასხვავებელთან ერთად, 
ეს მარადიული გარსი გვაკავშირებდა, სახელად - ბირთვი ...
ხალხში შერეულებს ჩვენმა უმეცრებისგან განვრცობილმა გონებამ კი 
პირამიდები დაანახა - ბირთვული ახირება, 
რათა იგივეობის ერთფეროვნება ამოგვევსო მრავალი ფერით.
ჩვენ ბევრს ვითხოვდით ! ...
მათ რომ მოეთხროთ - ყველაფერი აზრს დაკარგავდა, 
- შეიძლება კი განცდათა სივრცე რომ აღირიცხოს ?!. 
- გაფერადება - დასაშვები,
- გადაღებვაც - შესაძლებელი ! - არც ეს არ უთქვამთ.
... მაგრამ იცოდეთ: - ყველა შენობის ტერიტორიაზე მოიძიება 
წინასამშენებლო მასალათა ნაგრამი!
სწორედ ამიტომ არ გათქვამდნენ ისინი ჭეშმარიტებას
არჩეულის და არარჩეულის ბაგეებიდან, 
ამიტომ იყო ჩვენი წყურვილი ქვასავით მძიმე,
ვერდალეული ჭურჭლებიდან სევდის დამლევი,
რადგან უჭირს ადამიანს იმის აღიარება, რომ რაც შენდება ძუძგსაც ამრავლებს. 
( „ - თან მეფეები არ დადიან, დაფარფატებენ ... ‘’) 

ჩვენ კი, როცა ვიწურებოდით, 
კიდევ განცდის ელდამ აგვიყოლია და მივხვდით, 
ჩვენ ორი ბირთვი - კუბს ვაშენებდით ,
გაორება - გასამებისთვის და ა.შ. - პ ი რ ა მ ი დ ე ბ ი ...